ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებებით არაფერი შეცვლილა და მინისტრთა კაბინეტი კვლავ გასაწმენდია.
მამუკა არეშიძემ ეს, გაზეთ ,,ალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
,,ამ ცვლილებებით ე.წ. კახური კლანის გაწმენდა მოხდა, მაგრამ რეალურად არაფერი შეცვლილა, მინისტრთა კაბინეტში წმენდა და ცვლილება კვლავ განსახორციელებელია“,- ამბობს არეშიძე.
მისივე თქმით, საზოგადოებაც დაიღალა ამ ცვლილებებით და თუ კიდევ მოხდება საკადრო ცვლილებები, ეგეც აღარ აინტერესებთ.
,,ხალხი ამ მინისტრების ცვლითაც დაიღალა. ლაპარაკია, რომ მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებები კიდევ მოხდება, ეგეც აღარავის აინტერესებს“,- აცხადებს არეშიძე.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ თუ დამნაშავე მინისტრები პასუხისგებაში არ მიეცემიან, სამთავრობო ცვლილებებს აზრი ეკარგება.
მისივე თქმით, თუ პრემიერ-მინისტრმა მართვის სისტემა არ შეცვალა, ხალხი პასუხს მისგან მოითხოვს.
,,საქმე ისაა, რომ მინისტრები, ვის მიმართაც კონკრეტული ბრალდებები იყო, არ დასჯილან. თუ კონკრეტულ დამნაშავეს პასუხისგებაში არ მისცემ, მინისტრთა კაბინეტში ყველა ცვლილებას აზრი ეკარგება. მე ვამბობ, ან ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა შეცვალოს მართვის სისტემა, ან ხალხი მისგან მოითხოვს პასუხს“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.