თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის ჩართვას აპირებს. ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ ექსპერტ ნიკოლეიშვილთან დღეს გაფორმდება ხელშეკრულება და სავარაუდოდ, ხვალ ის მაჩალიკაშვილის სახლში იმუშავებს.
მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში, მაჩალიკაშვილების სახლში ექსპერტიზის ჩასატარებლად პროკურატურის წარმომადგენლები გაემგზავრნენ. პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად პანკისში გაემგზავრა დაჭრილი ახალგაზრდის და ნატა მაჩალიკაშვილი.
„მაშინვე უნდა მომხდარიყო ექსპერტის ჩართვა. ჩვენ ვეცადეთ, რომ ხელუხლებელი ყოფილიყო ყველა ნივთი. თუნდაც ხელყუმბარა, რომელზეც იყო საუბარი, რომ ვითომდა თემირლან მაჩალიკაშვილმა დააპირა გახსნა, ამოღებულია, გატანილია და მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ხელყუმბარა, როგორც მამა ამბობს იყო ოთახის ბოლოში და როცა ყველაფერი იყო სისხლით მოსვრილი ხელყუმბარაზე არ აღინიშნებოდა სისხლის კვალი. მას სურდა გადაღება თუმცა ჩამორთმეული ჰქონდა ტელეფონი”, განაცხადა კუბლაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.