კიევის სააპელაციო სასამართლო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის საქმეს 11 იანვარს განიხილავს.
მოსამართლის განმარტებით, სასამართლომ მთავარი პროკურატურის საჩივრის განხილვა მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის მისჯის თაობაზე, სასამართლოში მოწმეების არასაკმარისი რაოდენობის გამო გადადო.
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესს კომედია უწოდა და აღნიშნა, რომ პროცესს რუსეთის სპეცსამსახურები ვლადმიერ პუტინის დავალებით მართავენ.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობა ედება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.