„ეს ადამიანები სასწაულს არ ელოდნენ - ჩვენ მათ ვაჩუქეთ ყველაფერი, რაც ჩვეულებრივ დღეს დაუვიწყარ მომენტად აქცევს“
03-01-2018, 16:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეს ადამიანები სასწაულს არ ელოდნენ. ჩვენ მათ ვაჩუქეთ ყველაფერი, რაც ჩვეულებრივ დღეს დაუვიწყარ მომენტად აქცევს - მეგობრები, სითბო და სიყვარული“ - ასეთი სიტყვები აქვს წამძღვარებული ვიდეოკლიპს, რომელიც ლიბერთი ბანკის მიერ არის დამზადებული და რომელშიც ჩანს, რომ „თოვლის ბაბუებმა“ - საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა - ხანდაზმულთა პანსიონატებში მცხოვრებ მოხუცებს საახალწლო დღეები იმდენად გაულამაზეს, რომ პანსიონატის ერთ-ერთი ბენეფიციარის თქმით, ბავშვობაში დააბრუნეს.

 

 

 


ლიბერთი ბანკმა ახალი წელი საქართველოს 5 სხვადასხვა ქალაქში 253 ხანდაზმულს მიულოცა - იმ ადამიანებს, რომელთაც შესაძლოა, ყველაზე მეტად ესაჭიროებათ ყურადღება და სითბო და რომლებიც სხვებზე მოკრძალებულად ხვდებიან ხოლმე სადღესასწაულო დღეებს.

 

 

თოვლის ბაბუებმა პანსიონატებში მცხოვრებთ საახალწლოდ ის საჩუქრები დაურიგეს, რომლებიც თავად ბენეფიციარებმა ისურვეს.

 


„წლები ვერაფერს აკლებს მას ვინც ამბობს: მე მოხუცი არ ვარ“, აღნიშნულია ვიდეოკლიპში, სადაც ხანდაზმულთა მადლიერების ამოკითხვა ყველაზე უკეთ ალბათ მათი სახეებიდან და სიხარულით აცრემლებული თვალებიდან არის შესაძლებელი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი