ექიმი: თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა
04-01-2018, 12:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

 

 

მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს ექიმმა, ზაზა ლურსმანაშვილმა გააკეთა.

 

 

როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება არ ყოფილა, მცირეოდენი სტაბილიზაცია მიღწეულია.

 

 

„ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. გასული დღე-ღამის განმავლობაში მკვეთრი გაუარესება არ ყოფილა, გარკვეული სტაბილიზაცია მიღწეულია ამ მიმართულებით. რაც შეეხება კონსილიუმს, გუშინ საღამოს იყო სატელეფონო კომუნიკაცია კონსილიუმში მონაწილე სპეციალისტებს შორის. ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად ეძებს კლინიკას და როგორც კი მოიძებნება რომელიმე დაწესებულება, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ვინც თანახმა იქნება პაციენტის მისაღებად, ჩვენ გადავგზავნით დამატებით დოკუმენტაციას და დაველოდებით პასუხს, ამის შემდეგ დადგება გადაყვანის საკითხი კონსილიუმის წევრები ერთსულოვნები არიან”, განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი