სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საპატრიარქოში მღვდელმთავრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან.
პატრიარქს იუბილე კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ, თსუ-ს რექტორმა გია შარვაშიძემ მიულოცეს. საპატრიარქოში პრემიერ მინისტრსა და პრეზიდენტსაც ელოდებიან.
პატრიარქი დღეს მისმა თვალის ექიმმა, თვალის კლინიკის დირექტორმა მანანა შეროზიამ მოინახულა. მანვე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მანანა შეროზია ამბობს, რომ პატრიარქმა დაბადების დღის აღნიშვნაზე უარი თქვა და განმარტა, რომ ზარ-ზეიმით დაბადების დღის აღნიშვნის დრო და საშუალება ახლა არ არის.
„უწმინდესმა თქვა, რომ ამის დრო და საშუალება არ არის, რომ ზარ-ზეიმით აღვნიშნოთ მისი დაბადების დღე. მხოლოდ ეს იყო მიზეზი. უწმინდესმა უარი თქვა პომპეზური დაბადების დღის აღნიშვნაზე და მოკრძალებულად მივულოცავთ“, განაცხადა მანანა შეროზიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.