მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალის“ საწვრთნელ პოლიგონზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული კომბინირებული სიტუაციური სწავლება ჩატარდა
04-01-2018, 14:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალის“ საწვრთნელ პოლიგონზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ შემუშავებული კომბინირებული სიტუაციური სწავლება ჩატარდა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლებაში მონაწილეობა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირადმა შემადგენლობამ მიიღო.

 


„კომბინირებული სიტუაციური სწავლების მიზანს დასახლებულ პუნქტში მოწინააღმდეგის აღმოჩენა, საკვანძო ადგილმდებარეობის დაკავება, დაშავებული სამხედრო მოსამსახურისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების ჩატარება და მისი საჰაერო სამედიცინო ევაკუაცია წარმოადგენდა.

 

 

სწავლებაში ჩართული იყო გერმანიის შეიარაღებული ძალების საჰაერო სამედიცინო ჯგუფი. საჩვენებელი წვრთნის ფარგლებში ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა სწრაფი რეაგირების და უცხოელ პარტნიორებთნ ერთად კოორდინირებულად მოქმედების დემონსტრირება მოახდინეს.

 

 

III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას მაზარ-ი-შარიფის ბაზა „მარმალზე“ 2017 წლის ივლისიდან ასრულებს. ასეულის უმთავრეს ამოცანას სამოქმედო არეალში პატრულირება წარმოადგენს", ნათქვამია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი