პრემიერი პატრიარქს: თქვენი მეუფება არის არამხოლოდ წყალობა ჩვენი ერისთვის, არამედ ეს არის სასიცოცხლო საჭიროებაც
04-01-2018, 15:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თქვენო უწმინდესობავ, თქვენი მეუფება არის არა მხოლოდ წყალობა ჩვენი ერისთვის, არამედ - სასიცოცხლო საჭიროებაც; იმ გამოწვევების ფონზე, სადაც ჩვენი ქვეყანა იმყოფება დღეს, თქვენი პატრიარქობა არის ჩვენი უდიდესი სიძლიერე და, რა თქმა უნდა - სასიცოცხლო აუცილებლობა, ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საიუბილეო თარიღები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც, პატრიარქის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ძველი აღთქმის“ სრული აკადემიური გამოცემისა და „მცხეთური ბიბლიის“ ახალი რედაქციის პრეზენტაცია გაიმართა.

 

 

„თქვენო უწმინდესობავ, მინდა, საქართველოს მთავრობის სახელით, დიდი სიყვარულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ყველა ჩვენგანისთვის - თქვენი იუბილე; ასევე, მოგილოცოთ აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე; მინდა, გისურვოთ ჯანმრთელობა და დიდხანს მეუფება. თქვენი მეუფება არის არა მხოლოდ წყალობა ჩვენი ერისთვის, არამედ ეს არის სასიცოცხლო საჭიროებაც. იმ გამოწვევების ფონზე, სადაც ჩვენი ქვეყანა იმყოფება დღეს, თქვენი პატრიარქობა არის ჩვენი უდიდესი სიძლიერე და, რა თქმა უნდა - სასიცოცხლო აუცილებლობა. ამიტომ, მინდა გისურვოთ დიდხანს მეუფება, მინდა საქართველოს ვუსურვო გაძლიერება, რასაც თქვენ ყოველდღიურად, ყოველწუთიერად აკეთებთ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ იმედისთვის, ყველა იმ ნუგეშისთვის, რომელსაც თქვენ უხვად უზიარებთ ჩვენს ქვეყანას“, მიმართა პრემიერ მინისტრმა პატრიარქს.

 

 

პრემიერმა ორი უმნიშვნელოვანესი გამოცემის - „ძველი აღთქმისა“ და „მცხეთური ბიბლიის“ დასრულება მიულოცა ყველას და ამ საქმეში ჩართულ სამეცნიერო გუნდს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს არის კიდევ ერთი ბურჯი ჩვენი ეკლესიის სიძლიერის, ჩვენი ავტოკეფალიის განმტკიცების საქმეში. მინდა, მივულოცო იმ სამეცნიერო გუნდს, რომელმაც ამ გამოცემებზე იმუშავა, მინდა მივულოცო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ბატონ ზაზა აბაშიძეს და ყველა მეცნიერს. რა თქმა უნდა, ეს გამოცემები არის იმ ადამიანების სახელების უკვდავყოფაც, რომლებმაც თაობების მანძილზე იმუშავეს ამ ორ უმნიშვნელოვანეს გამოცემაზე“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ყველას მიულოცა ახალი წელი და დამდეგი შობის დღესასწაული.

 

 

საპატრიარქოში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, სასულიერო პირები, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი