ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აცხადებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ექიმი ცისანა შარტავა.
„უბრალოდ, ექიმების რეკომენდაციით, გარკვეულწილად შევზღუდეთ ფართომასშტაბიანი მიღებები. იცით, რომ ახლა ჰქონდა მიღება და იქ იყო. გაცივდა, ბრონქიტი აქვს და ვიცავთ რომ რაღაც დამატებითი ინფექცია არ იყოს“, განუცხადა ცისანა შარტავამ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, შედგა კონსილიუმი შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად. ცისანა შარტავა აცხადებს, რომ ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რათა საშობაო ლიტურგიისთვის პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად გაუმჯობესდეს. იგი ვარაუდობს, რომ უწმინდესი სადღესასწაულო წირვაზე დასწრებას შეძლებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დღეს 85 წელი შეუსრულდა. საპატრიარქოში ცოტა ხნის წინ ბიბლიის ორი უნიკალური გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ილია მეორე პრემიერთან და პრეზიდენტთან ერთად დაესწრო. რაც შეეხება უწმინდესის იუბილესთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს, ცნობილია, რომ მრევლისთვის ტრადიციული მიღება და სხვა საზეიმო ღონისძიებები არ გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.