პროკურორი: სამწუხაროა, როდესაც ამ ქვეყნის თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დღეს გამოაცხადა დამნაშავედ
05-01-2018, 11:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სანდრო გირგვლიანის საქმის პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილ გამატყუნებელ გამანაჩენს გამოეხმაურა.

 

 

როგორც პროკურორმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ მედიასთან კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, ფაქტი სამწუხარო, თუმცა, წმინდა სამართლებრივია.

 

 

„ამ საქმეს აქვს ორი მხარე, ერთი ეს არის ადამიანური მხარე და სამწუხაროა, როდესაც ამ ქვეყნის თუნდაც ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დღეს გამოაცხადა დამნაშავედ.

 

 

როგორც ფაქტი ეს არის ნამდვილად სამწუხარო, მაგრამ არის მეორე - წმინდა სამართლებრივი მხარე და ეს საქმე უნდა გადაიქცეს ერთგვარ პრევენციად. მიუხედავად სახელმწიფო პოლიტიკური პირების იერარქიული მდგომარეობისა, მიუხედავად იმისა, ვის რა უფლებამოსილება და ვის რა თანამდებობა უკავია, უნდა გახდეს პრევენციული მაგალითი იმისთვის, რომ კანონის წინაშე არის ყველა თანასწორი და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის კანონის წინაშე მოხდება ყველას პასუხისგებაში მიცემა,“ განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა და დაამატა:

 

 

„პრეზიდენტი პასუხისგებაში მიცემულ იქნა, გასამართლებულ იქნა და მას დღეის მდგომარეობით უკვე მსჯავრდებულის სტატუსი აქვს არა შეწყალების გამო, არამედ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო".

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი