წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მენეჯერის, ზაზა ლურსმანაშვილის თქმით, პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა და სტაბილურად მძიმეა. თურქეთში მდებარე კლინიკიდან გარკვეული ინფორმაციას ველოდებით, პარალელურად ჯანდაცვის სამინისტროც და ოჯახიც უკავშირდება სხვა კლინიკებსაც“, განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.