ზაალ უდუმაშვილი: ეს გადაწყვეტილება არამხოლოდ „ქართულ ოცნებას”, არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მთლიანად საქართველოს სახელმწიფოს დაუბრუნდება ძალიან ცუდად, ბუმერანგივით ცუდად
05-01-2018, 13:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ დღევანდელ გამამტყუნებელ განაჩენს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული მართლმსაჯულების მხრიდან, „ქართული ოცნების” სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა".

 

 

„ჩვენ მიჩვეული ვართ უკვე ასეთ სამართლებრივ ნონსენსებს. სწორედ დღესაც ასეთი სამართლებრივი ნონსენსი მოხდა, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტს გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი იმის გამო, რომ მან აღასრულა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არამხოლოდ „ქართულ ოცნებას”, არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ მთლიანად საქართველოს სახელმწიფოს დაუბრუნდება ძალიან ცუდად, ბუმერანგივით ცუდად”, განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო. სასჯელის სახით სასამართლომ სააკაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა.

 

კომენტარები: 2
#2   გიორგი
      
,,დიდი პოლიტიკოსი"
7 იანვარი 2018 09:59
#1   David
      
მთელმა საქართველომ იცის, რომ სააკაშვილმა არა მარტო ხელი დააფარა მკვლელებს და ბოროტმოქმედებს, არამედ შექმნა უსამართლო რეჟიმი საქართველოში, რითაც ხელს უწყობდა და ახალისებდა მსგავს ქმედებებს! ეს აღიარა ევროპის სასამართლომ! თუ არადა რა დასავლეთისკენ იშვერთ თითს?! ჩამოიყვანონ სააკაშვილი საქართველოში და ვნახოთ რამდენი ქომაგი და რამდენი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება ამ ქვეყნის "ამშენებელს"!
5 იანვარი 2018 08:48
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი