დავით სერგეენკო: ლიდერობა და აღიარება ყოველთვის გაზრდილ პასუხისმგებლობას გულისხმობს
13-05-2015, 04:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ის, რაც განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროში იყო არა მინისტრის, არა სამინისტროს დამსახურება, არამედ მთლიანად სამთავრობო გუნდის და პოლიტიკის, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც NDI-ის გამოკითხვით ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობა შეფასდა.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, სულ მალე გამოქვეყნდება მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, ახლოსაა NDI-ს კვლევის შედეგებთან.


“პირადად მე, არ გახლავართ სოციოლოგიური კვლევების სპეციალისტი, თუმცა შემიძლია გავაკეთო ასეთი შედარებები, რომ სულ მალე, ალბათ თვის ბოლოს ჩვენ გვექნება მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია, რომელიც უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ე.წ. შიდა მეურნეობის კვლევის პრინციპზეა დაფუძნებული. წინასწარი მონაცემებით, მათი შედეგები ძალიან ახლოსაა იმ შედეგებთან, რაც NDI-მ ამ შემთხვევაში გამოაქვეყნა”, – განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ის რომ, ჯანდაცვის სამინისტრო ლიდერობს სახელმწიფო უწყებებს შორის, რა თქმა უნდა, სასიხარულოა.


“მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზოგადად ცხოვრებისეული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ლიდერობა და აღიარება ყოველთვის გაზრდილ პასუხისმგებლობას გულისხმობს, სხვა შემთხვევაში შეიძლება დიამეტრალურად განსხვავებული დამოკიდებულება მივიღოთ საზოგადოებისგან. ეს არის ჩემი პოზიცია ამ საკითხზე”, – აღნიშნა სერგეენკომ.


რაც შეეხება NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები მათ სასარგებლოდ არ არის, ჯანდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ასეთი კვლევების შეფასება მას გაუჭირდება.


“ასეთი ტიპის კვლევების შეფასებაში ექსპერტიზა გამიჭირდება. თუმცა, პირველ ნაწილში იყო, რომ ჯანდაცვის სამინისტროში გატარებული შეფასებები დიდი მოწონებით სარგებლობს, ხოლო მეორე ნაწილში განზოგადებულში იგივე კვლევა ამბობს, რომ ეს რეფორმები არ იყო მიმართული საზოგადოებისკენ, ამის ინტერპრეტაცია გამიჭირდება და არ ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ასეთი გამოკვეთილი ლიდერია და ყველა სხვა დანარჩენმა არ გაატარა რეფორმები. ის რაც განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროში, იყო არა მინისტრის, არა სამინისტროს დამსახურება, არამედ მთლიანად სამთავრობო გუნდის და პოლიტიკის. ჩემი შეფასებით, ეს გარკვეულწილად შეიძლება ურთიერთგამომრიცხავი მიგნებები იყოს ამ კვლევის”, – განაცხადა სერგეენკომ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი