„ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას პოლიტიკური დევნა დაარქვას, აღნიშნული განცხადება უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ დღევანდელ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით გააკეთა.
„ნაციონალურ მოძრაობას” სურს, ამას პოლიტიკური დევნა დაარქვას, მაგრამ ამის მხოლოდ თვითონ სჯერათ. სინამდვილეში, ეს სამართლებრივი დევნაა და არა – პოლიტიკური და გადაწყვეტილებაც დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ არის მიღებული”, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ, რომელიც სააკაშვილის უკრაინიდან შესაძლო ექტრადირებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს საკითხი სამართლებრივ ჭრილში წარიმართება.
„ექსტრადირების მოთხოვნა თავიდანვე უკრაინის შესაბამის სამსახურებში იყო გადაგზავნილი და შემდგომში ექსტრადირების მოთხოვნის გადაგზავნა განმეორებით მოხდა. ამიტომ ჩვენთვის ეს პოლიტიკური საკითხი არ არის. ეს სამართლებრივი საკითხია და პროცესი სამართლებრივ ჭრილში წარიმართება“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.