დღეს საქართველოს შეემატა სისხლის სამართლის ახალი დამნაშავე. მე გესაუბრებით ე.წ. მოსამართლე გიორგი არევაძეზე. ამ ადამიანმა განაჩენი გამოუტანა არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ საკუთარ თავს, ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაზა ბიბილაშვილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა არის დანაშაული, რომელიც პროკურორმა და მოსამართლემ ჩაიდინეს.
„ჩვენს საზოგადოებას მინდა კარგად ესმოდეს რა მოხდა დღეს. დღეს ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი დამნაშავედ სცნო საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისთვის. არ დაუჯეროთ იმათ, ვინც გეუბნებიან თითქოს ეს არის ე.წ. გირგვლიანის საქმე. ეს არის ტყუილი, ეს არის სიცრუე, ეს არის პროკურატურის პროპაგანდა. სინამდვილეში ეს არის შეწყალების საქმე. ამ საქმის ფარგლებში პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის ომის შემდეგ შეიწყალა 179 ყოფილი სამხედრო და ძალოვანი უწყების წარმომადგენელი პირი. ბევრს გაუნახევრდა ან შეუმცირდა სასჯელი და გარკვეული ვადის შემდეგ გამოვიდა საპყრობილიდან. არაფერი საერთო ამ საქმეს გირგვლიანის საქმესთან არ ჰქონია და ვინც ამას ამბობს, ეს არის ან სახელისუფლებო მედია ან უშუალოდ მონაწილეობს ხელისუფლების პროპაგანდაში”, განაცხადა ბიბილაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.