გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის განაჩენზე: შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა კონსტიტუციური მუხლი შეწყალების უფლების შესახებ
05-01-2018, 17:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილ გამატყუნებელ განაჩენს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეხმაურება. მისი თქმით, „შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა კონსტიტუციური მუხლი შეწყალების უფლების შესახებ".

 

 

„შეწყალების მუხლის უფლების გამოყენების შემდეგ მოხდა პროკურატურის მიერ პოლიტიკური განცხადების გაკეთებაც, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ არის მცდელობა კონსტიტუციური უფლების არასწორი ინტერპრეტაციისა და ამ თვალსაზრისით კონსტიტუციური ბალანსისთვის პრობლემების შექმნის მცდელობა. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით სწორედ კონსტიტუციური მუხლით დევნის წამოწყება ბადებს სერიოზულ კითხვის ნიშნებს და სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს პოლიტიკურ იმიჯს. ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს, რადგან გვიჩნდება ეჭვი, რომ სწორედ ამ მუხლით დევნის განხორციელება ემსახურება კიდევ ერთხელ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას და იმ პრეროგატივების შესუსტებას, რაც გააჩნია პრეზიდენტს”, განაცხადა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები: 2
#2   თამაზ
      
სურენამ წასვლის წინ მაქსიმალურად გაურთულა საქმე აალ ხელისუფლებას... ნაძირალები გაათავისუფლა ციხეებიდან... მოქალაქეობა მიანიჭა უცხოელებს რატომ და რისთვის?... და ა.შ. მოკლედ მაქსიმალური ქაოსი დატოვა და აითესა...
5 იანვარი 2018 12:52
#1   ვიოლეტა
      
თქვენ, დავიჯერო არ იცით? წასვლის წინ ასეთი შეწყალება რატომ გააკეთა სააკოვმა??.. რატომ ადრე არ გააკეთა წასვლამდე 3,4 წლის წინ?.. ეს გააკეთა მის მერე ქაოსი და არეულობა ყოფილიყო საქართველოში.. მაგ ხალხიც გამოეყენებინა ,გრცხვენოდეთ.. http://newsinfo22.blogspot.it/2014/07/2012-2013.html
5 იანვარი 2018 08:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი