საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სანდრო გირგვლიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
როგორც სააკაშვილმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობას მისი ძალიან ეშინია.
„ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება კიევიდან არის ნაკარნახევი... მაგრამ ჩვენ გვახსოვს, რომ ჯერ პოროშენკო, შემდეგ კი გროისმანი იყვნენ საქართველოში ჩასულები. მათ ჩემი დაკავება 2017 წლის ივლისში დაგეგმეს. ამაზე კვირიკაშვილთან ჰქონდა პოროშენკოს საუბარი. მაფიოზები, იგივე ოლიგარქები შეთანხმდნენ, ტაში შემოკრეს და გადაწყვიტეს, ასე მებრძოლონ. საქართველოში შეიარაღებული ძალები და სამართალდამცავი ორგანოები ჩემი მხარდამჭერები არიან, ეს საიდუმლო არ არის, ამიტომაც ისინი ხელს არ მახლებენ, საქართველოს მოსახლეობა კი მთავრობას დაამხობს, როგორც კი ხელს მახლებენ. აბა რა გგონიათ, რომ კამერაში ვიჯდები და ვიშიმშილებ?“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.