შინაგან საქმეთა მინისტრმა ხონში პოლიციის ახალი შენობა გახსნა
06-01-2018, 14:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხონში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს ახალი შენობა გახსნა. მინისტრმა თანამშრომლებს ახალ შენობაში წარმატებული და ეფექტიანი მუშაობა უსურვა.

 

 

„ჩვენი გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი, არის საპოლიციო სისტემის ეფექტიანობის ზრდა. ის მეტად უნდა იყოს ადამიანზე - მოქალაქეზე მორგებული და რაც მთავარია, პრევენციაზე ორიენტირებული. ამისთვის აქ ყველანაირი პირობაა შექმნილი, ყველა ფუნქციონალური ელემენტია გათვალისწინებული. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ განახლებული, კომფორტული შენობებით, საპოლიციო სისტემა წარმატებული და ეფექტიანი გახდება", განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

შსს-ს ცნობით, ორსართულიანი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა. პოლიციის ახალი შენობის ინფრასტრუქტურა კეთილმოწყობილია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეა ადაპტირებული. ახალაშენებულ შენობაში ხონის რაიონული სამმართველოს 40 უბნის ინსპექტორი და დეტექტივ-გამომძიებელი იმუშავებს.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხონის რაიონული სამმართველოს ძველი შენობა ამორტიზებული იყო და თანამედროვე სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებდა. ახალი შენობის მშენებლობა 2017 წლის მარტში დაიწყო და ნოემბერში დასრულდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი