პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს.
„შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ვულოცავ სომხური ეკლესიის მრევლს - ჩვენს სომეხ მოქალაქეებს.
ჩვენ ერთად ვქმნით დემოკრატიულ, განვითარებულ და წარმატებულ სახელმწიფოს, სადაც ადამიანებს ექნებათ ყველა საშუალება თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებისთვის. ჩვენი სომეხი მოქალაქეების წვლილი ამ საქმეში უაღრესად მნიშვნელოვანია.
ვუსურვებ მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას", წერს კვირიკაშვილი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.