ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იურიკ უნანიანი გახდა. იგი კენჭს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ იყრიდა. მას ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 58.62%-მა დაუჭირა მხარი. ცესკოს ცნობით, მეორე ადგილზე პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი სამველ პეტროსიანი გავიდა. მან ხმების 32.32% მიიღო. სულ 6 კანდიდატი იყო წარმოდგენილი.
„ქართული ოცნების“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, იურიკ უნანიანი დაიბადა 1960 წლის პირველ სექტემბერს ბორჯომის რაიონის სოფელ ჭიხარულაში.
1977 წელს დაამთავრა ახალქალაქის საშუალო სკოლა-ინტერნატი.
1987 წელს დაამთავრა ერევნის (სომხეთი) სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1991-1995 წლებში მუშაობდა ახალქალაქის რაიონულ პროკურატურაში გამომძიებლად.
1995-2001 წლებში იყო ახალქალაქის რაიონული პროკურორის თანაშემწე.
2001-2004 წლებში მუშაობდა ახალქალაქის რაიონულ პროკურორად.
2004-2009 წლებში იყო ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
2009-2012 წლებში მუშაობდა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონულ პროკურორად.
2012-2014 წლებში იყო ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე მუშაობდა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონულ პროკურორად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.