წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს მენეჯერის, ზაზა ლურსმანაშვილის თქმით, პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა მძიმე რჩება.
„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის პრაქტიკულად უცვლელია. რამე განსაკუთრებული ცვლილებები არ გამოვლენილა, ისევ მართვით სუნთქვაზეა.
მკურნალობა არსებული გეგმის მიხედვით რჩება. ჩვენ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ მიგვიღია საზღვარგარეთის კლინიკებისგან პაციენტის მიღებაზე უართან დაკავშირებით.
მშობლებისგან ვიცი, რომ ავსტრიის კლინიკამ განაცხადა უარი მაჩალიკაშვილის მიღებაზე და მიზეზად ადგილების არქონა დაასახელეს”, განაცხადა ზაზა ლურსმანაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.