საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გიორგი მღებრიშვილმა სისტემური რეფორმა დაიწყო და უწყების დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა მიმდინარე რეფორმის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაზრდილი დაფინანსებით, წელსვე მოხდება მეხანძრე-მაშველების სოციალური გარანტიების გაუმჯობესება და სისტემის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა.
„საგანგებო სიტუაციებისა და კრიზიების მართვას მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და ამ კუთხით არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით, მაქსიმალური რესურსების მობილიზებას ახდენს. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შევქმნათ დასავლური სტანდარტების ისეთი სამსახური, რომლის იმედიც ექნება საქართველოს თითოეულ მოქალაქესა და ქვეყნის სტუმარს“, განაცხადა მღებრიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.