ვახტანგ გომელაურმა საგურამოში პოლიციის ახალი შენობა გახსნა
13-05-2015, 05:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საგურამოში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარითა არის აღჭურვილი.


პოლიციის თანამშრომლებისთვის შენობაში ასევე არის კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი. ახალ შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახური განთავსდა: შსს-ს მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის განყოფილება და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფი.

 
“ახალი განყოფილება გაიხსნა, აქ განთავსებული იქნება პოლიცია, ასევე დაცვის პოლიცია. შეძენილია ახალი ინვენტარი, ახალი ტექნიკა. საგურამოსთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან დიდი დასახლებაა და თითქმის ორმაგდება ზაფხულში მოსახლეობა”, – განაცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

 


აღნიშნული სამსახურები დღემდე სხვადასხვა შენობაში იყო განლაგებული. მათი ერთ შენობაში განთავსება გააუმჯობესებს და უფრო მეტად კოორდინირებულს, ოპერატიულს და ეფექტურს გახდის მათ საქმიანობას. ახალი შენობის მშენებლობა 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შს მინისტრმა პოლიციის თანამშრომლებს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი