ირაკლი კობახიძე: შეწყალების დროს პრეზიდენტს აქვს ფართო დისკრეცია, თუმცა, ეს დისკრეცია არ მოიცავს იმის უფლებას, რომ პრეზიდენტი გაურიგდეს კონკრეტულ დამნაშავეებს და გარიგების საფუძველზე შეიწყალოს ისინი
08-01-2018, 17:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიერ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებული პირების შეწყალება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კლასიკური მაგალითია.

 

 

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი კითხვებს არ იწვევს.

 

 

„ამ განაჩენთან დაკავშირებით მოვისმინეთ სხვადასხვა შეფასებები, მათ შორის პოლიტიკური. ცალსახად შეიძლება ითქვას ერთი რამ, ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ენიჭება უფლებამოსილებები კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ყველა ორგანო მოქმედებს თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, თუმცა არავის აქვს იმის უფლება, რომ ბოროტად გამოიყენოს თავისი უფლებამოსილებები. რაც შეეხება კონკრეტულად შეწყალებას, შეწყალების დროს პრეზიდენტს აქვს ძალიან ფართო დისკრეცია, თუმცა ეს დისკრეცია არ არის შეუზღუდავი და ეს დისკრეცია არ მოიცავს იმის უფლებას, რომ პრეზიდენტი გაურიგდეს კონკრეტულ დამნაშავეებს და გარიგების საფუძველზე შეიწყალოს ისინი, ეს არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კლასიკური მაგალითი, რაც დაადგინა ფაქტების დონეზე სასამართლომ, შესაბამისად განაჩენი კითხვებს არ იწვევს”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი