იუსტიციის მინისტრის თქმით, უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა გაგზავნილია და გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიიღოს.
თეა წულუკიანი ამბობს, რომ რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინა, „ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი".
„უკრაინა გახლავთ სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ გაგზავნილი გვაქვს ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა, დოკუმენტები და ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი, რას ემსახურება დღევანდელი დაკითხვა, მე ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, არ მომიძიებია, რადგან ეს არ არის ჩემი ინტერესის საგანი. ჩემი ინტერესის საგანი არის, რომ მოთხოვნა გაგზავნილია, დამოუკიდებელმა, სუვერენულმა სახელმწიფომ, უკრაინამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების მიღებაზე გარეშე ძალები, მით უმეტეს სხვა სახელმწიფოები, რა თქმა უნდა, გავლენას ვერ მოახდენენ”, განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.