ოზურგეთი-ჯუმათის დამაკავშირებელ ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. დაღუპული ჯუმათის მკვიდრი იყო. ავტოავარიის დროს ავტომანქანაში მასთან ერთად, მისი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი ისხდნენ.
ექიმის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მეორე პაციენტი კი მრავლობითი ჭრილობებით გადაყვანილია სპეციალიზებულ კლინიკაში.
შსს ინფორმაციით, საქმე 276-ე მუხლითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.