კალიფორნიაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ავრცელებს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სანტა ბარბარას საავადმყოფოებში დაზიანებებით გადაყვანილია 28 ადამიანი.
გასული 24 საათის განმავლობაში კი, სხვადასხვა დაზიანებით ჰოსპიტალში 163 ადამიანი მიიყვანეს. მათგან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
სამაშველო სამსახურების თანამშრომლები ათზე მეტი ადამიანის სამძებრო სამუშაოებს კვლავ განაგრძობენ.
ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობასა და ღვარცოფს ასზე მეტი საცხოვრებელი სახლის სრული ნგრევა მოჰყვა, 300-მდე სახლი კი დაზიანებულია.
ტალახის მასის გამო, კვლავ ბლოკირებულია მთავარი საავტომობილო მაგისტრალის 50 კილომეტრზე მეტი.
ტერიტორიიდან 30 000 ადგილობრივი მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.