„ხელყუმბარის ამოქმედებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გვაქვს", აცხადებს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი.
„თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათში აღმოაჩინა კუთხეში მიგდებული ხელყუმბარა, რომელიც თითქოს თემირლანს უნდა აემოქმედებინა.
რეალურად, ყველაფერი სისხლით იყო დასვრილი, ხელყუმბარას სისხლის კვალი არ აქვს. ნუთუ ისეთი ტერორისტი იყო ეს ბიჭი, რომ ხელყუმბარას ააფეთქებდა იქ, სადაც დედა, და, მამა და ბებია იმყოფებოდნენ“, განაცხადა ადვოკატმა.
როგორც „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბრისას მარიამ კუბლაშვილმა აღნიშნა, იგი პროკურატურისთვის ბრლადების მუხლის შეცვლის მოთხოვნას გეგმავს.
მისი თქმით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო, რომელიც უნდა გადაკვალიფიცირდეს და მოკვლევა 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.