აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების კატეგორიაში შეიყვანა
11-01-2018, 12:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საზღვარგარეთ მოგზაურობის მსურველ საკუთარ მოქალაქეებს ახალი რეკომენდაციებს აძლევს. შტატების დიპლომატიურმა უწყებამ უსაფრთხოების მიხედვით ქვეყნები ოთხ კატეგორიად დაყო.

 

 

პირველ, ყველაზე უსაფრთხო კატეგორიაში, საქართველო მოხვდა, თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ურჩევს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში გამგზავრებისგან თავი შეიკაონ.

 

 

პირველ კატეგორიაში ასევე მოხვდნენ სკანდინავიის ქვეყნები, შვეიცარია, ავსტრია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, კანადა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, გარდა რუსეთის, აზერბაიჯანისა და უკრაინისა.

 

 

მეორე კატეგორიის ქვეყნებში, როგორიცაა დასავლეთ ევროპის ქვეყნები, დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ მეტი სიფრთხილეა საჭირო, რაც ტერორისტული აქტების მომატებული რისკებით არის განპირობებული. ამავე კატეგორიაში მოხვდა უკრაინაც, კრიმინალის დონისა და არეულობების თვალსაზრისით.

 

 

მესამე კატეგორიაში შესულ ქვეყნებში სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს, რადგან არსებობს აშშ-ის მოქალაქეთა შევიწროების და დაკავების რისკები, ასევე არასტაბილური გარემო, საპროტესტო აქციების სახით. ასეთ ქვეყნებს მიეკუთვნება რუსეთიც. სახელმწიფო დეპარტამენტი აფრთხილებს მოქალაქეებს ჩეჩნეთსა და ოკუპირებულ ყირიმში გამგზავრებასთან დაკავშირებითაც. მესამე კატეგორიაში ასევე, ლათინური ამერიკის ქვეყნების ნაწილი, კუბა, ვენესუელა შედის.

 

 

ქვეყნებში კი, რომლებიც მეოთხე კატეგორიაში მოხვდნენ, მოგზაურობა დაუშვებელია სიცოცხლისთვის არსებული საფრთხის გამო. ასეთ ქვეყანათა სიაში სირია, ერაყი, ირანი, ავღანეთი, ლიბია, სომალი, ჩრდილოეთ კორეა და ა.შ. მოხვდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი