პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილმა 40-მდე კანონს მოაწერა ხელი.
„გვიხარია, რომ ამ კანონების დიდი ნაწილი მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოს მოქალაქეების რიგი უფლებები იყოს უკეთ დაცული. განსაკუთრებით გამოვყოფდი ცვლილებებს, რომელიც ემსახურება საავტორო უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებას, ასევე იმას, რომ სახელმწიფო უწყებებმა უფრო კოორდინირებულად და ეფექტურად იმუშაონ ძალადობის მსხვერპლების და ოჯახში ძალადობის მსხვერპლების დასაცავად და ამისთვის შეიქნება პროცედურები, ასევე მარტოხელა მშობლების შვილებს ავტომატურად აღარ შეუწყდებათ სოციალური დაცვის გარანტიები, მხოლოდ იმ ფაქტის გამო, რომ მათი მშობელი რეგისტრირებულ ქორწინებაში შევა და სხვ.
აღსანიშნავია ასევე, რომ ამ ცვლილებებით გაიზრდება დამოუკიდებელი ინსტიტუტის ეროვნული ბანკის საზედამხედველო და საკონტროლო ფუნქციები საფინანსო სექტორთან მიმართებაში. მისასალმებელია, რომ ამ ცვლილებების ნაწილი განპირობებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებით", განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.