თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი თამაზ მეჭიაური დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას ეხმაურება.
მეჭიაური ადასტურებს, რომ მუნიციალიტეტში ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემაა და ამ პროცესს ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მართულს უწოდებს.
„დიახ, შეფერხებები ნამდვილად იყო. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ტენდერი ჩატარდა გუშინ და გამოვლინდა გამარჯვებული, ორშაბათიდან გამოსწორდება მდგომარეობა. დავინტერესდი, რატომ მივიდა საქმე აქამდე, ახსნა-განმარტებას ვაწერინებ ყველას. ეს საბოტაჟია.
ვმუშაობ იმ სტრუქტურით და იმ კადრებით რაც დამხვდა, ჩემსას არ ამტკიცებს საკრებულო, რომელსაც ქუნაშვილი მართავს. მერიის წარმომადგენლები ჰქვიათ და ქუცნაშვილის წარმომადგენლები არიან. შეშით მომარაგების საკითხიც ხელოვნურად შექმნეს და საქმის კურსში არ ჩაგვაყენეს. ახლა კი მეჭიაური ხალხს ყინავსო, ამბობენ”, განუცხადა მეჭიაურმა „საზოგადოებრივ მაუწყებელს".
ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, თიანეთის მერიის გულგრილობისა და არაკომპეტენტურობის გამო, მე -11 დღეა, რაც მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.