ჩვენი ეროვნული ვალუტის გაუფასურება არის სერიოზული პრობლემა, რომელიც გამოწვეულია გარე შოკებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობას იმედი აქვს, რომ ლარი უახლოეს პერიოდში არა თუ დასტაბილურდება, კურსი უკან დაიწევს.
"მინდა, ყველა ექსპერტს ვთხოვო, რომ თავი შეიკავოს აბსოლუტურად არამოტივირებული და არაარგუმენტირებული შეფასებებისგან. ჩვენი ეროვნული ვალუტის გაუფასურება არის სერიოზული პრობლემა, გამოწვეულია გარე შოკებით. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს, რათა უახლოეს მომავალში კურსის დასტაბილურება მოხდეს. მეტიც, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის არათუ დასტაბილურდება, კურსმა უკან უნდა დაიწიოს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა და დაამატა, რომ გარდა ეკონომიკური ფაქტორებისა, გაცვლით კურსზე ფსიქოლოგიური ფაქტორებიც ახდენს გავლენას.
"ამიტომ მინდა, ვთხოვო იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პრეტენზია, რომ შეუძლიათ ყველაფერზე გააკეთონ კომენტარი - მათი განცხადებები იყოს უფრო არგუმენტირებული და ემყარობოდეს იმ ინფორმაციას, სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც რეალურად არსებობს", - დასძინა ნოდარ ხადურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.