ადამიანი სიყრმიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე, განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.
„ჩვენო ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, არის ხსენება კესარია-კაბადოკიის დიდი მღვდელმთავთრისა, ბასილი დიდისა, ასევე არის ახალი წელი ძველი სტილით, რომელსაც გილოცავთ. ყველა ამ დღესასწაულს გილოცავთ და გადმოვცემთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოლოცვას. შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და ჩვენ და სრულიად საქართველოს.
ჩვენ ეს დღესასწაული გვაფიქრებს როგორც უფლის მიერ აღსრულებულ დიდ საიდუმლოებაზე, ასევე იმაზე, რომ ის ხდებოდა ჩვილობაში, მერვე დღეს. ეს ასევე გვახსენებს იმას, რომ ადამიანი სიყრმიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე, ცუდი აზრების, არაწმინდა გულისთქმების, ამაო მისწრაფებების მოკვეთაზე. ეს არის ქრისტიანული გზა, ამიტომ ვინათლებით ჩვენ, რათა ჩვენი სული შეუერთდეს უფალს და ვიყოთ მარადიულად უფლის სიხარულში“, განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.