ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზაზე სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნა. ასეულის პირადმა შემადგენლობამ ბაზის ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალი გამართა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შემდეგ კი, კოალიციური ძალების წარმომადგენლებისთვის ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე კოალიციური ძალების წარმომადგენელი ამერიკელი, პოლონელი, ჩეხი, რუმინელი სამხედროები, ასევე სამოქალაქო პირები.
სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.