[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გიორგი ვაშაძე მთავრობა უუნარობაში ადანაშაულებს. მან პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე კონკრეტული საკიტხები ჩამოთვალა, რომელშიც მისი თქმით, მთავრობის უუნარობა ჩანს.
"გუშინ ვიხილეთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შეიძლება ითქვას, ფაქტობრივი პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენცია და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც გავიგეთ ისაა, რომ ყველა დაპირება შესრულებულია. ალბათ, ჩვენ არ ვიცით, თორემ 220-ლარიანი პენსია აქვთ ქართველ პენსიონერებს. ეს ჩვენ არ ვიცით, თორემ გაზი 1/3-ით გაიაფებულია, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ 100-ზე მეტი ქარხანა აშენებულია, რომელიც ვებგვერდზე ჩანს, მაგრამ რეალურად ამ ქარხნებში დასაქმებულ ხალხს ვერ ვხედავთ. ჩვენ არ ვიცით, თუ არა ყველა სოფელმა 5 მილიონი მიიღო უკვე. ეს ჩვენ არ ვიცით, თორემ იპოთეკარებს მისცეს 1%-იანი, 2%-იანი და მაქსიმუმ 3%-იანი კრედიტები. მაგრამ ყველაზე მნიშველოვანია ისაა, თუ სად არის მთავარი პრობლემა დღეს"- განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის განმარტებით, მთავარი პრობლემაა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ჰყავს, აბსოლუტურად, უუნარო მთავრობა.
"მართლაც უუნაროა მთავრობა, როდესაც საუბრობს სამართლიანობის აღდგენაზე და ვერც ერთი გამოძიება ბოლომდე ვერ მიიყვანა და აბსოლუტურად, ყველა საქმე ჭორაობის და მითქმა-მოთქმის საგანია. აბსოლუტურად, უუნაროა მთავრობა, როდესაც ბარბარე რაფალიანცის საქმეზე საუბრობს, რომ მყისიერად გამოიძიებენ, მაგრამ რეალურად საქმეში არანაირი წინსვლა არ არის. უუნაროა მთავრობა, როცა ზურაბ ჟვანიას საქმით სპეკულირებს და არანაირი რეალური ფაქტი არ დევს ამ გამოძიებაში და არ დასრულებულა გამოძიება"- განაცხადა ვაშაძემ.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა უუნარო უწოდა ასევე, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას.
"მიუხედევად პოზიტიური განწყობისა, აბსოლუტურად უუნაროა დავით ნარმანია. მაგალითად, მან ერთი წლის განმავლობაში დასავლეთ-აღმოსავლეთის მაგისტრალზე 700 მეტრის დაგება ძლივს მოახერხა. შეგიძლიათ ჩახვიდეთ წყალტუბოში და ნახოთ, როგორი გაჩერებული და გაყინულია. უუნაროა დავით ნარმანია და მთელი მთავრობა, როდესაც ქუთაისის წყალთან დაკავშირებით დებატებში თქვა, რომ მშენებლობა მიმდინარეობსო და პერიოდულად მხოლოდ ორი კინკილა მუშა შეიძლება დავინახოთ"- განაცხადა ვაშაძემ.
დეპუტატის თქმით, უუნაროა მთავრობა, როდესაც ორ თვეზე მეტია იუსტიციის სახლს აქვს მცირე ხარვეზი და მას თეა წულუკიანი პრინციპულად არ აკეთებს.
"უუნაროა მთავრობა, რომელიც რეალურად ვერ ხედავს, რომ ეკონომიკაში პრობლემაა, ან ხედავს, მაგრამ საპასუხოს ვერაფერს აკეთებს. უუნაროა მთავრობა, რომელიც ვერაფერს აკეთებს დასაქმებასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, ეს უუნარობა ჩვენ ძალიან დიდი უფსკრულამდე მიგვიყვანს - უუნარობის თავდაჯერებულობა კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც დღეს მთავრობას ასახიათებს"- განაცხადა ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.