გიორგი ქადაგიძე: საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ არ ველოდებით ლარის კურსის გაუფასურებას
14-05-2015, 02:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის ინფორმაციით, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე მოქმედი ფაქტორები ამოწურულია, ამის შესახებ ქადაგიძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.


"იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე მოქმედი ფაქტორები არის ამოწურული და საშუალოვადიან პერიოდში ჩვენ არ ველოდებით კურსის გაუფასურებას სხვა თანაბარ პირობებში", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.


რაც შეეხება, მოკლევადიან მერყეობებს და იმ გაუფასურებებს, რომელსაც ადგილი აქვს, გიორგი ქადაგიძის განმარტებით, მასზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას.


"ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მოლოდინები და სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობით მოლოდინები არის გადაჭარბებულად უარყოფითი, რაც მოქმედებს გაუფასურების მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ბაზრის ის მონაწილეები ვისაც დოლარი აქვს გასაყიდი, ისინიც კი თავს იკავებენ გაყიდვისგან იმის გამო, რომ მათ აქვთ მოლოდონი, რომ მოკლე ვადაში კურსს ექნება გაუფასურების მიმართულება. ეს მოლოდინი იწვევს კურსის ერთის მხრივ, წონასწორულზე მაღალ წერტილზე ასვლას და შემდგომ ამას ყოველთვის მოჰყვება გამყარება და ჩვენ დეკემბერში გვქონდა ასეთი ნახტომი", - განაცხადა ქადაგიძემ.


მისივე თქმით, მოლოდინებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ის განცხადებები, რომელიც კეთდება ბოლო თვეების განმავლობაში ამ საკითხის ირგვლივ.


"ასეთი განცხადებები პოზიტიურ ჭრილში არ მოქმედებს და ყველამ უნდა გაითვალისწინოს ის პასუხიმგებლობა, რომელიც მათ ეკისრებათ, ამა თუ იმ პროცესის შეფასების დროს", - განაცხადა ქადაგიძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი