ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ თბილისის მერიის ყოფილ თანამშრომელს, ოთარ აბესაძეს აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეუცვალეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აბესაძე 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
სხდომაზე ბრალდებულის უფლებადამცველებმა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ახალი დასკვნა წარადგინეს, რაც ადვოკატის განცხადებით, აღმკვეთი ღონისძიების არასაპატიმროთი შეცვლის საფუძველი უნდა გამხდარიყო.
ქრთამის აღების ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა, ხოლო ბრალი 13 ივლისს წაუყენა. 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აბესაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.