თბილისის მერიაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება
15-01-2018, 13:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს გამოეყოფა ურბანული განვითარების მიმართულება და არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სერვისებზე ორიენტირებული სტრუქტურა გახდება.

 

 

იქმნება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური.

 

 

მოხდება სათათბირო ორგანოების – კომისიების/საბჭოების გაუქმება. 

 

 

ცვლილებების მიხედვით, გაუქმდა ე.წ. ზონალური საბჭო და სხვა 19 კომისია/საბჭო. კომისიების და საბჭოების ფუნქციები გადაუნაწილდა მერიის შესაბამის სტრუქტურებს.

 

 

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გარდაიქმნება გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურად.

 

 

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დაემატება რამდენიმე ძირითადი ფუნქცია, რომლის ძირითადი მიმართულებები იქნება ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა და გატარება, ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში, გატარებაში და ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვაში მონაწილეობა.

 

 

დედაქალაქის ნარჩენებით დაბინძურებასა და ნარჩენების ტრანსპორტირების წესების დარღვევაზე რეაგირებას ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უზრუნველყოფს.

 

 

​მსხვილი და მუნიციპალური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი შესყიდვები განხორციელდება ცენტრალიზებულად. ამ მიზნით, მერიის სისტემის ორგანოებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი შესყიდვების განხორციელებას უზრუნველყოფს მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახური.

 

 

განხორციელდება ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურების სერვისების ერთ სივრცეში მოქცევა/ცენტრალიზება. ამ მიზნით, მერიის ყველა სტრუქტურული ერთეულიდან და ყველა გამგეობიდან მოხდება ამ ფუნქციის გამოტანა და მისი ცენტრალიზება ერთ ა(ა)იპ -ში, რომელსაც „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ სახელით ჩამოყალიბდება.

 

 

ცვლილებების მიხედვით, მერიის საქმიანობის მეტი გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდის მიზნით, განხორციელდება PR სამსახურების ცენტრალიზება.

 

 

ამ მიზნით, მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, გამგეობებიდან, სსიპ-ებიდან, ა(ა)იპ- ებიდან და შპს-ებიდან მოხდება ამ ფუნქციის გამოტანა და მისი ცენტრალიზება ცალკე. შეიქმნება ახალ ა(ა)იპ-ი „საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო“.

 

 

განხორციელდება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებების მმართველობითი გაერთიანება. ამ მიზნით, მოხდება ორი საქალაქო სამსახურის გაერთიანება. კულტურის საქალაქო სამსახური და განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური გაერთიანდება და კულტურის, განათლების და სპორტის საქალაქო სამსახური დაერქმევა.

 

 

ასევე, კეთილმოწყობის სამსახურს შეეცვალა სახელწოდება და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური გახდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი