რუსთავში, შპს „ერთობის" ტერიტორიაზე, დაახლოებით, 40 წუთის წინ, მოკლული მამაკაცი იპოვეს.
„რუსთავი 2" იტყობინება, რომ მოკლული ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე იყო. მისი ცხედარი საკუთარ კაბინეტში აღმოაჩინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველები ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები ჯერ კიდევ გრძელდება. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 2 მუხლით აღიძრა, ესენია: 108-ე, განზრახ მკვლელობა და 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.