10 ადამიანი დაიღუპა ცენტრალურ კოლუმბიაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად. ინციდენტი დედაქალაქ ბოგოტადან 95 კილომეტრის დაშორებით მოხდა. 446 მეტრის სიგრძის კონსტრუქცია, რომლის გახსნაც მარტში იყო დაგეგმილი, მთავარ ავტომაგისტრალს დედაქალაქთან დააკავშირებს.
დაღუპული ათივე ადამიანი ხიდის მშენებლობაზე მუშაობდა. მათგან 9 ადგილზე დაიღუპა, ერთი კი, მძიმე დაზიანებებით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარის შედეგად, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, 11-ს კი, ამ დრომდე ეძებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.