კალიფორნიის შტატის რივერსაიდის ოლქის პოლიციამ ცოლ-ქმარი დააკავა, რომლებსაც 2-დან 29 წლამდე ასაკის 13 შვილი გამომწყვდეული ჰყავდა, ზოგიერთი კი, ჯაჭვებით იყო დაბმული. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ავრცელებს.
რივერსაიდის ოლქის შერიფის ოფისი იუწყება, რომ 14 იანვრის დილით, 10 წლის გოგონა სახლიდან გაიქცა და სამაშველო სამსახურში დარეკა. გოგონამ განაცხადა, რომ მის მშობლებს სახლში მისი 12 და-ძმა ჯაჭვებით ჰყავს დაბმული.
„პოლიციამ, გოგონასთან მოკლე საუბრის შემდეგ, იპოვა 57 წლის დევიდ ალენ ტურპინი და 49 წლის ლუიზა ანა ტურპინი იმ სახლში, საიდანაც გოგონა გაიქცა“, აღნიშნულია შერიფის ოფისის განცხადებაში.
პოლიციამ გაარკვია, რომ რამდენიმე ბავშვი სახლში, ბნელ ოთახებში საწოლებზე იყო მიჯაჭვული - ყველა მძიმე მდგომარეობაში.
„გარკვეული დროის განმავლობაში მშობლები ვერ აყალიბებდნენ იმის ლოგიკურ მიზეზს, თუ რატომ ჰყავდათ შვილები ასეთ მდგომარეობაში“, ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ყველა დაზარალებული ამჟამად ადგილობრივ საავადმყოფოებში მკურნალობს.
ერთ-ერთი საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, მარკ უფერმა განუცხადა როიტერსს: „ეს დაუჯერებელია, რასაც ხედავთ".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.