ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით გამოკითხულთა 29% ეთანხმება, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის, ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ. ამ მოსაზრებას თბილისში გამოკითხულთა 20% ეთანხმება, ხოლო სოფლად მცხოვრები მოსახლეობიდან 31%. უმცირესობათა დასახლებებში მაჩვენებელი 56%-ია.
ამასთან, გამოკითხულთა 60% (თბილისი – 68%, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა – 59%, უმცირესობათა დასახლებები – 25%) მიიჩნევს, რომ საქართველოს უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რომელიც დაარსებულია დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.