საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი გამოეხმაურა ევროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის მხარდამჭერთა რიცხვი საქართველოში 80%-დან 72%-მდე შემცირდა.
„ბოლო კვლევაში რყევის დიაპაზონი ხან ზევით ადის, ხან ჩადის დაბლა. არ მგონია, რომ ეს რამე კონკრეტულს უნდა დავუკავშიროთ. ეს უკვე საზოგადოებრივი აზრის მკვლევართა და პოლიტიკური ანალიტიკოსების საქმეა. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ ამ კვლევებს და დიდ ყურადღებას ვუთმობთ, თუმცა მიზეზების ახსნაზე დიდი დრო არ უნდა დავხარჯოთ. რა თქმა უნდა, თუ იქნება გრძელვადიანი ტენდენცია ევროკავშირის და დავინახავთ, რომ ევროკავშირის მიმართ განწყობები იცვლება, მაშინ ცხადია, ყურადღება იქნება გასამახვილებელი, თუმცა დღეს ამას ვერ ვხედვათ“, განაცხადა იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
NDI-ის კვლევის თნახმად, გამოკითხულთა 72%-სთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.