ხონის მერი ადგილობრივ მეფუტკრეებს შეხვდა
16-01-2018, 17:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის მერიის სააქტო დარბაზში მუნიხიპალიტეტის მერის, ლადო ჯურხაძის ინიციატივით, ადგილობრივ მეფუტკრეებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მოწვეული ექსპერტი, საქართველოს პროფესიონალ მეფუტკრეთა ასოციაციის პრეზიდენტი თეიმურაზ ღოღობერიძე ესწრებოდა.

 

 

ხონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მეფუტკრეობის დარგის განვითარების ხელშემწყობ მიმდინარე პროექტებზე, თაფლის ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზე, დამზადების თანამედროვე პროცედურებზე, ფუტკრის წამლობის უახლეს მედიკამენტებსა და თაფლის ექსპორტის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

 

 

ლადო ჯურხაძემ მეფუტკრეებს ასოციაციის შექმნის იდეა მიაწოდა.

 

 

„ასოციაცია, ერთგვარი იურიდიული ფორმაა, რომელიც ნაკლებ ვალდებულებებს გულისხმობს და მეტ შესაძლებლობებს მოგცემთ. ტრეინინგები, გადამზადების კურსები, ინფორმაციის მარტივად გაცვლის შესაძლებლობა, საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, ერთი გაერთიანების წევრობა, ერთობა სასიკეთოდ წაადგება თქვენს საქმიანობას. მარტო არ უნდა დარჩეთ პრობლემებთან, მოგვმართეთ, თქვენი გადაუჭრელი საკითხი ჩვენთვის პრიორიტეტული თემაა. ეს შეხვედრა შეხვედრისთვის არ დამიგეგმავს, მინდა თითოეულ თქვენგანს ვიცნობდე, თითოეულის პრობლემა ვიცოდე, რომ მოგვარების გზებზე ერთობლივად ვიზრუნოთ. ბიზნესსექტორთან მექნება მუდმივი კავშირი თაფლის რეალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით. ხონს ამ მიმართულებით აქვს დიდი პოტენციალი და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ", განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

 

 

შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო აზიური მავნებელი მწერი ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები და ამ პროცესში ფუტკრის დაცვის უზრუნველყოფა, რომლის შესახებაც მეფუტკრეების შეკითხვებს უპასუხა და დეტალურად ისაუბრა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსმა, ბადრი ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი