ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისიის დირექტორატის ხელმძღვანელმა ჯერარდ შუმან ხიცლერმა ხელი მოაწერეს ორ საფინანსო შეთანხმებას, რომელთა საერთო ბიუჯეტი 60 მილიონ ევროს შეადგენს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ხელმოწერის შემდეგ მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეთანხმების თანახმად, ევროკავშირის დახმარების 2014 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მართლმსაჯულების სექტორის მხარდაჭერის პროგრამისთვის გათვალისწინებულია 50 მილიონი ევრო და ევროკავშირის ინიციატივა “მეტი მეტისთვის” ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის მხარდასაჭერად 10 მილიონი ევრო. ევროკავშირის აღნიშნული დახმარება მოხმარდება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, ასოცირების დღის წესრიგის და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების განხორციელებას. კერძოდ, მართლმსაჯულების სექტორის მხარდაჭერის 50 მილიონიან პროგრამის მიზანს წარმოადგენს მართლმსაჯულების სექტორის ადმინისტრირების სისტემის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობის კონსოლიდაცია, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების დანერგვა და ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა და სასამართლოს პერსონალის შესაძლებლობების გაზრდა.
50 მილიონიანი დაფინანსებიდან თანხის ძირითადი ნაწილი, 30 მილიონი ევრო განხორციელდება ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფარგლებში. საქართველო დაფინანსებას ოთხი წლის განმავლობაში ეტაპობრივად ყოველწიური ტრანშის სახით მიიღებს, ხოლო 20 მილიონი ევრო მოხმარდება პროექტების განხორციელებას აღნიშნულ სფეროებში.
რაც შეეხება ადამიანის უფლებათა დაცვის მხარდაჭერის 10-მილიონიან პროგრამას, ის გამიზნულია საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ისეთი მიმართულებების მხარდასაჭერად, როგორიცაა უმცირესობების უფლებების დაცვა, სამართალდამცავი ორგანოების შიდა და გარე ზედამხედველობის გაძლიერება, შრომითი უფლებები, გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.