თავდაცვის სამინისტრო სამსონ ქუთათელაძის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს
16-01-2018, 18:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდლის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.

 

 

თავდაცვის უწყების ცნობით, სამსონ ქუთათელაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1992 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდა. 2004-2006 წლებში გენერალი ქუთათელაძე ეროვნული გვარდიის სარდალი იყო. 2006-2007 წლებში კი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

 

 

2008-2012 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის ომში (1992–1993) ასევე, სამშვიდობო ოპერაციაში, ერაყში.

 

 

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ქუთათელაძის ცხედარი გუშინ დაცვის თანამშრომელმა ნახა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი