ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. გაფიცვა მეორე დღეა გრძელდება.
დასაქმებულები აცხადებენ, რომ სარკინიგზო გვირაბში უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის, დამსაქმებელი კომპანია კი, საშვებულებო დავალიანენებსაც არ ფარავს.
დასაქმებულები დღეს 17:00 საათზე საქართველოს რკინიგზისა და პროფკავშირების წარმომადგენლებს ელოდებიან. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა დაკმაყოფილდება თუ არა მათი მოთხოვნები. იმ შემთხვევაში თუ დასაქმებულთა მოთხოვნების შესრულება არ მოხდა, გაფიცულები მშენებარე გვირაბის დაკეტვას გეგმავენ.
ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს ერთმანეთთან, “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო” ახორციელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.