ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტში ბრალდებული თამაზ ქვლივიძის ადვოკატმა, ზაზა მესხმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს დარბაზში საქმესთან დაკავშირებით საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შესახებ ისაუბრა.
„პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებაზე მოგახსენებთ – მან თქვა, რომ სასამართლოს რეპუტაციას სერიოზული ზიანი ადგება. ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ საქმე გვქონდა პოლიციელების თავდასხმაზე.
ისინი პირდაპირ ერევიან სასამართლოს საქმიანობაში. ისინი აკეთებენ ზეპირ და უპასუხისმგებლო განცხადებებს. იმედი მაქვს, თქვენ ამას გაუძლებთ. თქვენი გადაწყვეტილებით ამას შევაფასებთ“, განაცხადა ადვოკატმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლო „ბასიანის“ ინციდენტში ბრალდებულის საქმეზე პროკურატურის საჩივარს განიხილავს.
თამაზ ქვლივიძისთვის ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.
13 იანვარს, ღამის კლუბ „ბასიანთან“ ინციდენტის დროს პოლიციის ერთი თანამშრომელი და კლუბის დაცვის ორი წევრი დაჭრეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.