“ლარის გაუფასურება კარგიც არის, რადგან ექსპორტმა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნა”
14-05-2015, 04:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ის, რომ ლარი გაუფასურდა, ერთი მხრივ, კარგიცაა, რადგან ქვეყნის ექსპორტმა კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნა, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ იუჰა კაჰკონენმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.


იუჰა კაჰკონენმა გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრა საინტერესოდ შეაფასა და აღნიშნა, რომ საუბარი შეეხო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და იმ პერსპექტივებს, რაც საქართველოს ახლო მომავალში ელის.


“მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონის საერთო სიტუაცია საკმაოდ არასაიმედოა. რეგიონის რისკები სავარაუდოდ, დიდხანს გაგრძელდება. ეკონომიკური პოლიტიკა უნდა მოერგოს იმ ახალ გამოწვევებს, რომელიც რეგიონის წინაშე დგას და რომლის წინაშეც დგას საქართველო. ლარის გაუფასურება, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, არის ნაწილი იმ ეკონომიკური პოლიტიკის პასუხისა, რაც შექმნილ რეალობასთან მიმართებაში მოუწია ქვეყნებს გააკეთონ. ის, რომ ლარი გაუფასურდა, ერთი მხრივ, კარგიცაა, რადგან ქვეყნის ექსპორტმა შეინარჩუნა კონკურენტუნარიანობა, რაც უნდა გამოიხატოს ექსპორტის შემდგომ ზრდაში”, – განაცხადა იუჰა კაჰკონენმა.


როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, მოქნილი გაცვლითი კურსი სასარგებლოა საქართველოსთვის როგორც ამჟამად არსებული გამოწვევების საპასუხოდ, ასევე მომავალში.
“საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება შეიცვალოს. ასევე საგარეო მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს, ახლა ლარი გაუფასურდა, სამომავლოდ შესაძლოა მოხდეს მისი გამყარება. გაცვლითი კურსის მოქნილობა უზრუნველყოფს ლარის მიერ გარე შოკების შეთვისებას, ანუ გაცვლით კურსზე გადავიდა შოკები და დარტყმა, რაც ქვეყანას მიადგებოდა, რომ არ ყოფილიყო მოქნილი გაცვლითი კურსი”, – აღნიშნა კაჰკონინმა.


მისივე თქმით, ცენტრალური ბანკების ძირითადი მიზანია ინფლაციის დაბალი მაჩვენებლის უზრუნველყოფა, რომ ფასები არ გაიზარდოს.


“ზუსტად ამას აკეთებს საქართველოს ეროვნული ბანკი, უზრუნველყოფს გაცვლითი კურსის მოქნილობასა და ინფლაციის სტაბილურობას იმისთვის, რომ ცენტრალურმა ბანკმა შეასრულოს თავისი ძირითადი მიზანი, უზრუნველყოს დაბალი ინფლაცია. აუცილებელია, მას ჰქონდეს თავისუფლება ინსტრუმენტების არჩევანში და თავის მოქმედებაში”, – განაცხადა იუჰა კაჰკონინმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი