შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, „ამ დანაშაულთან დაკავშირებით ჯერ დაკავებული არ გვყავს“.
გახარიას თქმით, ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გუშინ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა.
„საქმეზე გვაქვს საკმაოდ ოპტიმისტური მოლოდინები. დღეის მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და უახლოეს პერიოდში ველოდებით კონკრეტულ შედეგებს. მე გუშინც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ - მესმის, რომ ეს არის რეზონანსული საქმე და ხვალინდელი დღიდან საგამოძიებო ჯგუფი იქნება ღია საზოგადოებასთან ურთიერთობების ჭრილში და რა თქმა უნდა, ინფორმაცია იქნება გაზიარებული აბსოლუტურად ღიად. ხვალ-ზეგ საგამოძიებო მოქმედებების დიდი ნაწილი იქნება დასრულებული და ამის შემდეგ ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას დავიწყებთ საზოგადოებასთან“, განაცხადა გახარიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.